ჩვენ ასეთ საკითხებზე საჯაროდ საუბარს დახურულ ფორმატში განხილვას ვამჯობინებთ ამიტომ, თავს უფლებას ვერ მივცემ შეფასებებში შევიდე,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას ისაუბრა,
„ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ არსებობს საკითხები საზოგადოებაში, რომელთან დაკავშირებითაც მათ უნდათ, რომ საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ ისაუბრონ. ჩვენ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ვამჯობინეთ, რომ ვისაუბროთ არა საჯაროდ არამედ, საქმიანი, დახურული ურთიერთობების ფორმატებში, ეს არის განსხვავება. ამიტომ, თავს უფლებას ვერ მივცემ შევიდე შეფასებებში და კონკრეტული მოსაზრებები მოგახსენოთ. ყოველ ჩემს გამოსვლაში, როდესაც ამ თემებს ვეხებით ხაზს ვუსვამ საქართველოსთვის განსაკუთრებულ ურთიერთობას ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობების. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ვეტოს დაძლევის პროცესში, დაახლოებით 6-საათიანმა საკომიტეტო განხილვამ, შემდეგ პლენარულ სხდომაზე დებატებმა, სრულფასოვნად წარმოაჩინა, რომ არავითარი მიზეზი ამ ე.წ. მოსმენების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, არგუმენტი რეალურად არ არსებობს. ბასიანის შემთხვევაში, ძნელია ამტკიცო, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და აქცია მაგრამ ის, რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო ამ მანკიერი რეზულტატების პრევენცია ეს ნამდვილად შემიძლია, გარანტირებულად ვთქვა“,- განაცხადა სარჯველაძემ.
საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ” მორიგი განცხადება დღეს გაავრცელა.