ბლინკენი: პუტინს სამხედრო ძალის ჩვენება სურდა, თუმცა ახლა დახმარებას ჩრდილოეთ კორეას სთხოვს

ბლინკენი: პუტინს სამხედრო ძალის ჩვენება სურდა, თუმცა ახლა დახმარებას ჩრდილოეთ კორეას სთხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ დაამტკიცა თავისი სამხედრო ძალა უკრაინაში შეჭრით, არამედ ახლა იძულებულია იარაღის მისაღებად სხვა ქვეყნებს მიმართოს.

„პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი [უკრაინაში] შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართავს. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები კვლავ იზრდება, მათი ხელმძღვანელობის, სამხედროების გამბედაობისა და მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის მზაობა, განეხორციელებინა ეკონომიკური ზეწოლა დროთა განმავლობაში შემცირდებოდა, თუმცა ამის ნაცვლად მოკავშირეები გაერთიანდნენ რუსული საფრთხის ფონზე და რუსეთის ეკონომიკას უპრეცედენტო ფასი დააკისრეს.