BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის დედოფალს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ

BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის დედოფალს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვა როგორც მოსალოდნელია 10-11 დღეში გაიმართება. ამის შესახებ BBC წერს.

დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში გლოვაა. ყველა ოფიციალური ღონისძიება გაუქმდება ან გადაიდება. სამეფო რეზიდენციებზე, სახელმწიფო შენობებსა და სამხედრო ობიექტებზე დაშვებულია.

გარდაცვლილი დედოფლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დღესვე, ზარებს დარეკავენ ვესტმინსტერის სააბატოში, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში და უინძორის სასახლეში.

მედიის ცნობით, დღეს დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე, ჩარლზი III ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს შეხვდება. ასევე მოსალოდნელია, რომ მთავრობა გლოვის ვადას დაამტკიცებს.

ელისაბედ II 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფალი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, 25 წლისა ავიდა. ის მსოფლიოს ისტორიაში უხუცესი მონარქი იყო და ტახტზე ყველაზე მეტი დრო გაატარა.