კიანუ რივზმა „ცუდი ბიჭის“ წოდება დაიმსახურა

კიანუ რივზმა „ცუდი ბიჭის“ წოდება დაიმსახურა

რამდენიმე თვის წინ, აშშ-ში ერთი ორიგინალური გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა.

ერთ-ერთმა იქაურმა კინოს თემაზე მწერალმა ინტერნეტ-საიტმა თანამემამულე მსახიობების ე.წ. “შავი სია” გამოაქვეყნა.

ამ ჩამონათვალის კანდიდატებს ცუდად ნათამაშევი როლების მიხედვით არჩევდნენ.

პირველი ადგილი კიანუ რივზს ერგო, მეორე ჰეიდენ კრისტენდენს, მესამე კი უილიამ შატნერს.

ამ „საეჭვო” ნუსხის ათეულში ზემოთდასახელებული სამეულის გარდა შემდეგი მსახიობები აღმოჩნდნენ: ორლანდო ბლუმი, ბრენდონ ფრეიზერი, ჰიუ გრანტი, პოლ უოკერი, დევიდ არკეტი, დევიდ კარუზო და მეთიუ ლილარდი.

საინტერესოა, რომ მიუხედავად დამსახურებისა „შავ სიაში” კიდევ რამდენიმე პოპულარული მსახიობიც აღმოჩნდა. თუ „შედარებით ახალგაზრდა“ ვინ დიზელს ამ ნუსხაში გამოჩენა ასაკის გამო გარკვეულწილად ეპატიება, მათ გვერდით რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოს მოხვედრა ცოტა უცნაურად გამოიყურება.