ჰოლივუდელი მსახიობები პოპულარულთა რიგებს მიეკუთვნებიან. მათზე ჭორაობენ, საუბრობენ, უთვალთვალებენ და ყველაფერში ბაძავენ. საინტერესოა როგორი განათლების ინდექსი გააჩნია ამ ხალხს და რას კითხულობენ. აღმოჩნდა რომ „ვარსკვლავებს“ მდარე ლიტერატურული გემოვნება ჰქონიათ.
ცოტა ხნის წინ ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ წიგნის „კითხვის“ განსაკუთრებული სიყვარულით პოპულარული მსახიობი ანჯელინა ჯოლი გამოირჩევა.
ოკეანისგაღმელმა ჟურნალისტებმა დიაცი ანჯელინას ინტელექტუალურ დონეს ყურადღება ერთი მიზეზის გამო მიაქციეს.
ანჯელინა ჯოლი არ მალავს თავის მიდრეკილებას იმ ლიტერატურის მიმართ, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, სხვადასხვა ჯურის მანიაკებს ეხება.
თავის დროზე ქალბატონი ანჯელინა დარწმუნებული იყო, რომ მომავალში ადვოკატი ან დეტექტივი გამოვიდოდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება.
„საბედნიეროდ ბავშვობისდროინდელ გატაცებებს სერიოზული ყურადღება არ მივაქციე და მომავალ პროფესიად მსახიობობა ავირჩიე. მოგვიანებით ცხოვრებამ ბრედ პიტს შემახვედრა. დღეს კმაყოფილი გახლავართ რომ საყვარელ ქმართან ერთად ვცხოვრობ. იცით, ის ნამდვილი სექსუალური მანიაკია” – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლი.
არშემდგარი ადვოკატი ან დეტექტივი, „მანიაკი“ მეუღლის გავლენის ქვეშ მოექცა. ბრედ პიტთან დაქორწინებამდე ჯოლი თურმე უპირატესობას სასიყვარულო წიგნებს ანიჭებდა. სამწუხაროდ პირმშვენიერი ჯენიფერ ენისტონის ყოფილმა მეუღლემ რიგით მეორე ცოლზე - ანჯელინაზე ცუდი გავლენა იქონია და ქალი „უკუღმართ“ ლიტერატურას მიაჩვია.