იაროსლავ კაჩინსკი: ევროკავშირის ახალი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს „ვინც უფრო ძლიერია, მართალია“ და ეს პოლიტიკა ნეოიმპერიულია

იაროსლავ კაჩინსკი: ევროკავშირის ახალი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს „ვინც უფრო ძლიერია, მართალია“ და ეს პოლიტიკა ნეოიმპერიულია

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთს მხოლოდ ორ მოკავშირეზე - უკრაინასა და დიდ ბრიტანეთზე- ფოკუსირება შეუძლია.

„დრო იცვლება და ამიერიდან, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ მხოლოდ ორი მოკავშირე გვყავს. პირველი, ეს არის უკრაინა და ჩვენი მეორე მოკავშირე არის ინგლისი“, - აღნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ.

მისი თქმით, თანამედროვე დროში უკრაინა მოიგებს ომს და პოლონეთი უკრაინის გვერდით იქნება.

ამასთანავე, იაროსლავ კაჩინსკიმ გააკრიტიკა ევროკავშირი და მის პოლიტიკას ნეოიმპერიული უწოდა.

„ოდესღაც ჩვენ გვქონდა არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არჩევანი [ევროკავშირის სასარგებლოდ] იმიტომ გავაკეთეთ, რომ არ გვინდოდა იმ ცხოვრების დაბრუნება, რაც ადრე გვქონდა, ეს არჩევანი აშკარა იყო. დიახ, ევროკავშირი ნამდვილად დაგვეხმარა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, სოფლებსა და უმუშევრობის დაძლევაში. თუმცა, ახლა ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკას. ევროკავშირის ახალი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს - ვინც უფრო ძლიერია, მართალია. ეს პოლიტიკა ნეოიმპერიულია“, - განაცხადა მან.