პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეტევას უწოდებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს გუშინდელ განცხადებას, სადაც მოსმენების შესახებ კანონია გაკრიტიკებული.
ქადაგიშვილი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებით გაღიზიანებულია და რჩევას აძლევს:
"დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი." ამბობს ქადაგიშვილი.