აშშ-ის საელჩო ე.წ. მოსმენების კანონზე - ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა

აშშ-ის საელჩო ე.წ. მოსმენების კანონზე - ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს და უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები.

„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

Aburjga Tasmanieli მტარვალებო ის როგორ იყო მერკელს და სარკოზის ფარულად რომ უსმენდით? და განა მარტო მათ, ევროპის ყველა ასე თუ ისე მოქმედ პოლიტიკოსს?! ხომ დაგახურათ ჟულიენ ასანჟმა თავზე ბებიათქვენის ნიფხავი?!
2 წლის უკან