ირაკლი კობახიძე: არახამია ვერ არწმუნებს ქართველ ხალხს, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი

ირაკლი კობახიძე: არახამია ვერ არწმუნებს ქართველ ხალხს, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი

ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ არახამიას ერთადერთი სურვილი აქვს, რაც პოდოლიაკის და სხვებს პირით გახმოვანდა - რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით ქართველ ხალხს თავისი დამოკიდებულება აქვს არახამიასა და ომის საკითხის მიმართ.

„უნდა შეთანხმდნენ ერთმანეთთან არახამია და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ქართველი ხალხი, თუ სურთ რომ მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. არახამია ვერ არწმუნებს ქართველ ხალხს, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი. შეუძლია გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართულებით, მაგრამ არამგონია არახამიამ ქართველი ხალხი ამაში დაარწმუნოს. მე მგონია, რომ ხალხს არ უნდა საქართველო იქცეს მეორე ფრონტად“, - განაცხადა კობახიძემ.