ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ ჩაერთოს საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე

ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ ჩაერთოს საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე

ერთ მხარეს არის უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ სურთ იხილონ საქართველო, როგორც მეორე ფრონტი და მეორე მხარე არის იგივე ხატია დეკანოიძე, რომელმაც გუშინ აღიარა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია და ყოფილიყო ამ ე.წ. სარტყელის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მათ სურთ ომი და მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას. ჯობია, ისინი ღიად გამოვიდნენ და პირდაპირ უთხრან ხალხს, რას ითხოვენ. ქართველ ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ ჩაერთოს საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ეს ხალხის გადასაწყვეტი საკითხი უნდა იყოს. ხალხმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც უთხრას, რომ თუ ის ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილების მიღებას - როგორც მოგეხსენებათ, მისგან პოლიტიკაში დაბრუნებას ითხოვენ, ხალხს შეუძლია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდოს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საკუთარ მილიარდნახევარსაც გაუფრთხილდება და გარდა ამისა, შესრულდება ის მოთხოვნაც აქვთ კონკრეტულ ადამიანებს. ეს საკითხი ძალიან ღიად უნდა დაისვას, ჩვენ რომც გვინდოდეს ომში ჩაბმა, ხალხის ნების წინააღმდეგ ამას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.