თეა წულუკიანი: ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, რომლისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო

თეა წულუკიანი: ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, რომლისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო

ძალიან ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო, - ასე გამოეხმაურა თეა წულუკიან დეკანოიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ამოვარდნილია უსაფრთხოების სარტყლიდან, რომელიც უკრაინას უნდა შემოეკრას. ვიცე-პრემიერის თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იმ ქართველ პოლიტიკოსებს შორისაა, ვინც საქართველოს მოქალაქეობა უარყო.

„მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს“, - განაცხადა წულუკიანმა.