პაატა მანჯგალაძე:  ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის აზრი, რომ ის ოლიგარქია, ივანიშვილთან დაახლოებული პირია - ეს კითხვის ნიშნებია მასთან დაკავშირებით

პაატა მანჯგალაძე: ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის აზრი, რომ ის ოლიგარქია, ივანიშვილთან დაახლოებული პირია - ეს კითხვის ნიშნებია მასთან დაკავშირებით

ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის აზრი, რომ ის ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, არ წარმოადგენს ხალხის ინტერესს და ემსახურება ოლიგარქიას - ეს კითხვის ნიშნებია მასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, მათ შორის, 12 ქართველია.

მისი თქმით, მეტი ინფორმაციაა საჭირო, რას უშავებდნენ სიაში მყოფი ადამიანები ქვეყანას.

“ეს სია საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია არის საჭირო მოსახლეობისთვის, ეს ადამიანები რას უშავებდნენ ქვეყანას და რატომ არის მათი სანქცირება საჭირო. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, ეს რატომ ხდება, მეტი ინფორმაციაა საჭირო”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.