მიხეილ სარჯველაძე:  ანომალიური მოვლენაა, როცა ოპოზიცია უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს - თუ ალტერნატიული კანონპროექტები იქნება, განვიხილავთ

მიხეილ სარჯველაძე: ანომალიური მოვლენაა, როცა ოპოზიცია უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს - თუ ალტერნატიული კანონპროექტები იქნება, განვიხილავთ

ანომალიური მოვლენაა, როცა ოპოზიცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს - თუ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტები, განვიხილავთ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას შეეძლო თავის თუნდაც, კრიტიკული მოსაზრებები სამუშაო პროცესში წარმოედგინა, თუმცა, გაუგებარი მიზეზის გამო, პროცესს, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხებოდა, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს და ახლა ალტერნატიული კანონპროექტების შემოტანას გეგმავენ.

„ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას ერთობლივი მუშაობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ოპოზიციამ ამ პროცესს გამოუცხადა სრულიად გაუგებარი ბოიკოტი, ვიტყოდი ეს არის ანომალიური მოვლენა, როცა ოპოზიცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს. დიდი ნაწილი სამუშაოსი უკვე მომზადებულია ხელისუფლების მხრიდან, ამ ალტერნატივების მომზადებას რა ფუნქცია აქვს, ჩემთვის სიმართლე გითხრათ, გასაგები არ არის. ეს ინიციატივები წარმოდგენილი რომ იქნება, ეს ბუნებრივია, განსახილველი იქნება. თუმცა, ამის მიზანი ერთი შეიძლება იყოს, რომ რამენაირად განხეთქილების მომტანი მიზეზი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა სარჯველაძემ.