რაც უფრო მალე შეიცვლება ხელისუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად, ამის მომხრე ვართ ჩვენ,- ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
„რა არის ახალი ვადამდელ არჩევნებზე ან დროულ ცვლილებაზე?! ქვეყანაში არსებული ვითარება ვერ შეიცვლება, თუ არ შეიცვალა ხელისუფლება და არსებული მმართველობის სტილი. რაც უფრო მალე შეიცვლება ხელისუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად, ამის მომხრე ვართ ჩვენ“,- აღნიშნა წერეთელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.