ზელენსკიმ ევროპელები გააფრთხილა, რომ მათ რთული ზამთარი ელოდებათ

ზელენსკიმ ევროპელები გააფრთხილა, რომ მათ რთული ზამთარი ელოდებათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოყოს უკრაინის დახმარების შემდეგი ტრანში და რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ახალი პაკეტი დააწესოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელები გააფრთხილა, რომ რუსული ნავთობისა და გაზის შემცირებული ექსპორტის გამო, მათ რთული ზამთარი ელოდებათ და დასძინა, რომ ის და ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ „ნაბიჯებზე, რათა შეზღუდონ რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან“.

„ზამთარში რუსეთი გადამწყვეტ ენერგეტიკულ დარტყმას ამზადებს ყველა ევროპელის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.