ირაკლი ანთაძე „დიდება უკრაინის“ მონაწილეების ოძისში ვიზიტზე: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობენ საოკუპაციო ხაზს

ირაკლი ანთაძე „დიდება უკრაინის“ მონაწილეების ოძისში ვიზიტზე: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობენ საოკუპაციო ხაზს

ირაკლი ანთაძე ანთაძის თქმით, წარმომადგენლობითი დელეგაციების ვიზიტები საოკუპაციო ხაზთან უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოძისში განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ მონაწილეები იმყოფებოდნენ.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობენ საოკუპაციო ხაზს, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს აქვთ საშუალება საკუთარი თვალით იხილონ ადგილზე არსებული ვითარება და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით და იქ არსებული მიმდინარე სიტუაციის, ასევე ზოგადი უსაფრთხოების გარემოს შესახებ“, - განაცხადა ანთაძემ.

ხვალიდან თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. კონფერენციის მონაწილეები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

Aburjga Tasmanieli მაგარი ღონისძიებაა?! რაო ოკიანის გადაღმელმა ბიძიებმა და დეიდებმა ზურგს უკან დამალული "ჯიღი" გაჩვენეს?! "დიდება უკრაინას" , ვის დიდებაო, რა თქვით?! სლავური საქმის მოღალატეებს, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს, მსოფლიო სიონიზმის მონებს, დიდება არა?!
2 წლის უკან