პარადოქსია, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიცია არჩევნებს ემიჯნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ სენაკის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„როგორ შეიძლება ოპოზიციას ამბიცია ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე, როდესაც ის არჩევნებში არ მონაწილეობს. აი ასეთი პარადოქსული დამოკიდებულებები აქვთ. მგონია, რომ ისინი კარგად ხვდებიან, რომ მათი დესტრუქცია შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის და მათ შორის ამის გამოც აქვთ უზარმაზარი რეპუტაციული დაღმა სვლა. ყველა კარგად ხვდება, რა არჩევანი სჯობია დღეს საქართველოსთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სენაკის საკრებულოშია წარმოდგენილი, შუალედურ არჩევნებს არ შეუერთდება. მმართველი გუნდის ოპონენტები, ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ითხოვენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ კენჭის ყრაში ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად, მაჟორიტარობისთვის, მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის კანდიდატიც იბრძოლეს. არჩევნები პირველ ოქტომბერს შედგება.