ჩეხეთში მრავალათასიანი აქცია გაიმართა - შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი იყო

ჩეხეთში მრავალათასიანი აქცია გაიმართა - შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი იყო

ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ, პრაღის ცენტრში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები იყვნენ, მათ შორის - კომუნისტური პარტიაც.

მათი მოთხოვნით, ჩეხეთი, სამხედრო კუთხით, ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მიმწოდებლებთან, მათ შორის, რუსეთთან.

აქციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პრორუსული ძალები უწოდა, რომლებიც ჩეხეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.