რეალურად მათთვის, რომ 12 პუნქტის შესრულება მნიშვნელოვანი იყოს, როდესაც კონკრეტული ინიციატივაა წარდგენილი, რომელიც ასრულებს იმ 12-დან ამ ერთ-ერთ პუნქტს, მაშინ, ასეთ დროს ისინი უპირობოდ უნდა ეთანხმებოდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა,
„ისინი ამას არ ეთანხმებიან, ისინი ეძებენ მიზეზს, რის გამოც შეეძლებათ, რომ ჩაშალონ ეს პროცესი. კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებამაც და ყველა პოლიტიკოსმა გადასარევად იცის, როგორია ჩვენი დამოკიდებულება და დაპირება ამ მიმართულებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.