ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 2 კილოგრამი ჰეროინი, 1500 აბი სუბუტექსი, 800 აბი ექსტაზი და სხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურა.
ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
დღესვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შსს-ს სამხარეო სამმართველოების თანამშრომლებმა „მარიხუანას“ ველურად მზარდი ნარგავები გაანადგურეს. შესაბამისი წესების დაცვით ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში ჩატარდა. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ განადგურებულია 3209 კგ ნედლი მარიხუანა.