კულება: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ერთ ღამეში შეიძლება არ მოხდეს, თუმცა ეს ორ ღამეში შეიძლება მოხდეს და არა წლების განმავლობაში

კულება: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ერთ ღამეში შეიძლება არ მოხდეს, თუმცა ეს ორ ღამეში შეიძლება მოხდეს და არა წლების განმავლობაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუ ორივე მხარე მზად იქნება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეიძლება სწრაფად მოხდეს.

„და თუ ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ სწრაფად, ევროკავშირმაც ისევე სწრაფად უნდა იმოქმედოს. ევროკავშირში [უკრაინის] გაწევრიანება ერთ ღამეში შეიძლება არ მოხდეს, თუმცა ეს ორ ღამეში შეიძლება მოხდეს და არა წლების განმავლობაში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციიდან, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინამ ერთი სრულად შეასრულა და მზად არის, დანარჩენი რეკომენდაციები სწრაფად განახორციელოს.