საუდის არაბეთში ქალს სოცქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საუდის არაბეთში ქალს სოცქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საუდის არაბეთში ქალს სოცქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს, რომელმაც საქმის მასალებზე წვდომა მოიპოვა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ნურა ბინტ საიდ ალ-ქაჰტანი ინტერნეტის საშუალების „საზოგადოების ერთიანობას და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას წერდა ალ-ქაჰტანი სოციალურ ქსელში. ბრალდება ეფუძნება მუხლებს ტერორიზმისა და კიბერდანაშაულის შესახებ, რომლებიც ფართო ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. საქმეს იხილავდა სასამართლო, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის შესახებ საქმეებზეა სპეციალიზებული.

ალ-ქაჰტანის ბიოგრაფიის შესახებ არაფერია ცნობილია გარდა იმისა, რომ ის 2021 წლის ივლისში დააკავეს, 45-წლიანი სასჯელი კი აპელაციის განხილვის დროს მიუსაჯეს.