ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში დღეს განაცხადა.

„სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, - განაცხადა თოყაევმა.

გარდა ამისა, ის გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, მეორე ვადით არჩევა კი აიკრძალოს.

თოყაევმა ასევე გამოაცხადა ამნისტია ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთათვის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულები.

„გაფიცვების მონაწილეებიც და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან. მათ აქვთ არა მხოლოდ სასამართლოს სამართლიანობის, არამედ საზოგადოების ლმობიერების იმედი“, - აღნიშნა თოყაევმა.