ბრიტანეთის საიმიგრაციო საქმეთა მინისტრი მარკ ჰარპერი მაგიდიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ინციდენტი ლონდონის ერთ-ერთ ბარში მოხდა, როდესაც მინისტრი მაგიდაზე ცეკვავდა. კონსერვატიული პარტიის წევრმა მომხდარი დაადასტურა.
ჰარპერის თქმით, ინციდენტის დროს მასთან მისი მეუღლე, მარგარეტი იმყოფებოდა. "იგი ჩემზე გაცილებით უკეთ ცეკვავს,"-განაცხადა მინისტრმა.
ჰარპერის ფეხის მოტეხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცინვის თემა გახდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.