გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ ბრიტანელ მსახიობს, 52 წლის კოლინ ფერტს მონაწილეობა ახალ პროექტში უნდა მიეღო.
მსახიობს პროფესორ ჰენრი ჰიგინსის როლი უნდა შეესრულებინა თავის დროზე გახმაურებული სურათის, „ჩემი მშვენიერი ლედის” რიმეიკში.
ჰიგინსის როლი თავდაპირველად ჰიუ გრანტს უნდა ეთამაშა, მაგრამ მან მოუცლელობის მომიზეზებით უარი განაცხადა. საბედნიეროდ შემცვლელი მალე გამოუჩნდა და ეს საპატიო მისია თავის თავზე კოლინმა აიღო.
ამ სურათის კინორეჟისორი ჯონ მედენია. ეს პიროვნება ცნობილი გახდა ფილმი „შეყვარებული შექსპირის” გადაღების შემდეგ.
ელიზა დულიტლის როლს მსახიობი კერი მალიგანი ასრულებს.
ფილმის გადაღება გასული წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ნახევარი წლით გადაიწია.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ „ჩემი მშვენიერი ლედის“ გადაღებები ორი კვირის წინ დაიწყო. სურათი მსოფლიო კინოგაქირავებაში მომავალი წლის დასაწყისში გამოვა.