ოლაფ შოლცი: დასავლური სანქციები ეფექტურია, ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა გააკვირვა პუტინი, ის ამას არ ელოდა

ოლაფ შოლცი: დასავლური სანქციები ეფექტურია, ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა გააკვირვა პუტინი, ის ამას არ ელოდა

დასავლური სანქციები ეფექტური და სწორია. ეს არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა ვაიძულოთ მას ომი დაასრულოს, - ამის შესახებ გამოცემა Magdeburger Volksstimme-სთან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა ვლადიმერ პუტინი გააკვირვა.

„მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა დამოკიდებულია მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროგრესზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის. ჩემი აზრით, გერმანიის მიერ სანქციების მოხსნა [მაშინ, როცა სხვები ამას არ აკეთებენ] შეუძლებელია. ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა გააკვირვა პუტინი, ის ამას არ ელოდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.