ძლიერმა გვალვამ სერბეთის მდინარეებში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საბრძოლო გემები გამოაჩინა

ძლიერმა გვალვამ სერბეთის მდინარეებში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საბრძოლო გემები გამოაჩინა

გვალვის გამო, სერბეთში მდინარეების დონემ დაიკლო. შედეგად, არაერთი გერმანული საბრძოლო გემია ნაპოვნი, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მედიის ცნობით, ეს ის გემებია, რომლებიც ნაცისტური გერმანიის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნოდა. ისინი გერმანელებმა, უკან დახევისას, განზრახ ჩაძირეს.

„მთელ ევროპაში, უჩვეულოდ ცხელმა ამინდმა, რომელსაც მეცნიერები გლობალურ დათბობასა და სხვა ფაქტორებს უკავშირებენ, ევროპის სიდიდით მეორე მდინარეზე დიდი გავლენა იქონია. დუნაი 10 ქვეყანაში მიედინება“, - წერს Euronews-ი.