ცოტა ხნის წინ ამერიკულ მას-მედიაში ერთი ინტერაქტიული გამოკითხვა ჩატარდა. ჩვენმა ოკეანისგაღმელმა კოლეგებმა შოუ-ბიზნესში მოღვაწე პიროვნებების ერთგვარი რეიტინგი დაასახელეს. საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „არაჯანსაღი“ ცხოვრების წესით განსაკუთრებით გამოირჩევიან.
ამ „საპატიო“ ჩამონათვალის პირველ პოზიციაზე მომღერალი ბრიტნი სპირსი გავიდა. ქალბატონმა ბრიტნიმ გამოკითხული ამერიკელების 81 პროცენტი მიიღო.
მსახიობი ლინდსი ლოჰანის „სიჯანსაღეში“ რესპოდენტთა 14 პროცენტს შეეპარა ეჭვი.
ამ სიის მესამე საფეხურზე რეპერი ემინემი აღმოჩნდა. ამერიკელი მოსახლეობის ოთხი პროცენტის აზრით, ემინემმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს ჯანმრთელობას.