ესპანეთის რამდენიმე სანაპიროზე, სავარაუდოდ, მიგრანტების ცხედრები იპოვეს

ესპანეთის რამდენიმე სანაპიროზე, სავარაუდოდ, მიგრანტების ცხედრები იპოვეს

სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის პოპულარულ სანაპიროებთან ახლოს, 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი მიგრანტები არიან და მათი ნავი ჩაიძირა, - ამის შესახებ Anadolu წერს.

ალიკანტეს სანაპიროსთან, ესპანეთის სანაპირო დაცვამ ერთი ადამიანი გადაარჩინა. როგორც 21 წლის კაცი ამბობს, იმ 15-კაციან ჯგუფთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ალჟირიდან ევროპამდე მიღწევას ცდილობდა. მისივე თქმით, მათი სამგზავრო საშუალება გადატრიალდა.

ერთ-ერთ სანაპიროსთან ნაპოვნი ცხედარი ბავშვისაა.