საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა. 14 კაციან დელეგაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს. ექსპერტები კვირის ბოლომდე ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში მონიტორინგის მიზნით შევლენ და დაზიანებებსა და რისკებს შეისწავლიან.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მარტის თვიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ. კიევი მსოფლიოს მოსალოდნელი რადიაციული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს და სადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას მოითხოვს, რუსეთი კი ტერიტორიიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანაზე უარს ამბობს.