დღეს დილით გამოცემამ „Bild” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ეროვნული გუნდისა და მიუნჰენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი მარიო გომესი კარიერის გაგრძელებას იტალიურ „ფიორენტინაში“ აპირებს.
ფლორენციული გუნდი ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება და შემადგენლობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.
ცოტა ხნის წინ „ფიორენტინამ“ ესპანური „მალაგადან“ ხოაკინ სანჩესი იყიდა, შემდეგ კი კატალონიური „ბარსელონადან“ დავიდ ვილია გადმოიბირა.
იტალიური მას-მედიის მტკიცებით, მარიო გომესი უკვე ფლორენციაში იმყოფება და კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებას ელოდება. გერმანელები თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ, იტალიელებს კი ჯერჯერობით 15 მილიონის გადახდა სურთ.
გასულ სეზონში გომესმა „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამ მიზეზის გამო კლუბის სასწრაფოდ შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო