ჟოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება

ჟოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვას საჭირო მხარდაჭერა არ ექნება.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვერაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირონ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვას.

„არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა დაგვეხმარება და არ ვფიქრობ, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ იმას, თუ როგორ იღებს რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე ვიზას. რა თქმა უნდა, საუბარია ოლიგარქებზე. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ. მთუმცა, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

22 აგვისტოს, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ყველა რუსისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა საუკეთესო იდეა არ არის და ევროკავშირი უფრო შერჩევითი უნდა იყოს.

16 აგვისტოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რათა მათ პასუხისმგებლობა იგრძნონ რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებზე და პუტინი ომის დასრულებისკენ აიძულონ.