ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა და სოფელი ზაბუხი და სუსი მათ კონტროლქვეშ არის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.

„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუხი და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს, გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, – წერს ილჰამ ალიევი.