პალესტინისთვის მხარი ღიად რომ დამეჭირა, პოპულარული ვერ გავხდებოდი — ბელა ჰადიდი

პალესტინისთვის მხარი ღიად რომ დამეჭირა, პოპულარული ვერ გავხდებოდი — ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდმა, რომელიც წარმოშობით პალესტინელია, ახლახან მიცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის შესახებ ისაუბრა. მოდელის თქმით, პალესტინელი ხალხის საჯაროდ მხარდაჭერის შემდეგ ის არაერთ პრობლემას გადააწყდა.

25 წლის ბელა ჰადიდმა გაიხსენა, რომ 2020 წელს ჯიჯი ჰადიდთან და დუა ლიპასთან ერთად პალესტინელი ხალხის უფლებებს ღიად დაუჭირა მხარი, რის გამოც საზოგადოებამ გააკრიტიკა.

"20 წლის ასაკში პალესტინისთვის მხარი ღიად რომ დამეჭირა, იგივე პოპულარობასა და პატივისცემას ვერ მოვიპოვებდი, რომელიც ახლა მაქვს", — განაცხადა ბელა ჰადიდმა. მისივე თქმით, პალესტინის მხარდაჭერის გამო როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში პრობლემები შეექმნა.

"ძალიან ბევრმა კომპანიამ ჩემთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებმაც მიმატოვეს. მათ შორის ისეთი მეგობრები იყვნენ, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში პარასკევს საღამოს მათ სახლებში ვატარებდი. პალესტინის მხარდაჭერის შემდეგ კი, ისინი სახლში აღარ მიშვებდნენ", — ამბობს ბელა ჰადიდი.

ბელა ჰადიდმა New York Times-ის სტატია გაიხსენა, რომელშიც მას, ჯიჯი ჰადიდს და დუა ლიპას ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ და სტატიაში ნათქვამი იყო, რომ "მათ სული გაყიდეს".

ამ ბრალდებას კი მოდელი უარყოფს და ამბობს, რომ საკუთარი ისტორია საკმაოდ კარგად იცის. "თავს ცუდად ვგრძნობ, როცა იმას არ ვამბობ, რაც სწორი მგონია. ასევე ვაანალიზებ, რომ საკმაოდ კარგი განათლება მაქვს მიღებული, კარგად ვიცნობ ჩემს ოჯახსა და საკუთარ ისტორიას, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისია", — ამბობს ბელა ჰადიდი.