24 აგვისტოს უკრაინაში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 31 წლისთავს აღნიშნავენ - ეს თარიღი ასევე ემთხვევა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ექვს თვეს. ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ, ამ თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, მოსკოვმა „რაღაც განსაკუთრებით ძალადობრივი“ ჩაიდინოს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთმა შეიძლება სცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენი და ძალადობრივი. ასეთია ჩვენი მტერი, მაგრამ რუსეთი, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მუდმივად აკეთებს რაღაცას, რაც ამაზრზენი და ძალადობრივია“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ტრადიციული სამხედრო აღლუმები არ გაიმართება. აღლუმების ნაცვლად, ღია სივრცეში, განადგურებული რუსული სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა იგეგმება.