ამინდის არასწორი პროგნოზის გამო, რასაც ღონისძიების გადადება მოჰყვა, უნგრეთის ორი წამყვანი მეტეოროლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ამინდის არასწორი პროგნოზის გამო, რასაც ღონისძიების გადადება მოჰყვა, უნგრეთის ორი წამყვანი მეტეოროლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ამინდის არასწორი პროგნოზის გამო უნგრეთში მასშტაბური ღონისძიება გადაიდო, რის გამოც ქვეყნის ორი წამყვანი მეტეოროლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გასულ შაბათს უნგრეთის ეროვნული დღესასწაული, წმინდა სტეფანეს დღე ბუდაპეშტში ევროპაში ყველაზე მასშტაბური ფოიერვერკებით უნდა აღენიშნათ. ღონისძიების დაწყებამდე შვიდი საათით ადრე, ამინდის გაუარესების შესახებ მიღებული გაფრთხილების გამო, ღონისძიება გაუქმდა. თუმცა, გაფრთხილება არასწორი აღმოჩნდა, რადგან ბუდაპეშტში კარგი ამინდი შენარჩუნდა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაფრთხილება ძლიერი წვიმის შესახებ გამოაქვეყნა, თუმცა ღრუბელმა მიმართულება შეიცვალა და შტორმი აღმოსავლეთ უნგრეთის რეგიონებს დაატყდა თავს.

მოგვიანებით სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ და აცხადებდნენ, რომ გაურკვევლობა ამინდის პროგნოზის ნაწილია, თუმცა ორშაბათს უნგრეთის ინოვაციების მინისტრმა სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა.