დიდუბის რაიონის გამგეობა, დიდუბესა და დიღმის მასივში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები რვა მისამართზე - ტერევერკოს ქუჩის N36-ის მიმდებარედ, ლუბლიანას ქუჩის N4-ში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-10, მე-14 და პირველ და მერვე კორპუსებს შორის არსებულ მონაკვეთზე, წერეთლის გამზირის N55-სა და დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-15 და მე-20 კორპუსებთან მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვლება. ასევე, დამონტაჟდება ლითონის მავთულბადე.
სპორტული მოედნების აღდგენას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ჯორჯიან ინვესტი“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 84 000 ლარია.