სომალის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, მათ სასტუმრო Hayat-ში დატყვევებული 106 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოში მდებარე სასტუმროზე თავდასხმა დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ წევრებმა განახორციელეს. მათ სასტუმროში მყოფები მძევლად აიყვანეს. სასტუმროს გათავისუფლებს ოპერაცია 30 საათს გრძელდება. სასტუმროს შენობა ფაქტობრივად განადგურებულია
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 117 ადამიანი. 15 დაშავებული მდგომარეობა კრიტიკულია.
გასული კვირების განმავლობაში „აშ-შაბაბთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა სომალისა და ეთიოპიის საზღვარზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს.