რუსეთში ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც დარია დუგინა გარდაიცვალა

რუსეთში ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც დარია დუგინა გარდაიცვალა

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეღქების შედეგად დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტი მმართველის, დენის პუშლინის განცხადებით, ინციდენტში "უკრაინის რეჟიმის ტერორისტები" მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.

"უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, მისი ქალიშვილი ავტომობილში ააფეთქეს", - წერს პუშილინი „ტელეგრამში“.

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

BBC-ი წერს, რომ ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირად ითვლება. მას „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.

9gramm კობზონის კონცერტს დაესწრება სამაგიეროდ
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძალიან მაგარი ახალგაზრდა ქალბატონი იყო, სანქებო! სანაქება იმის გამო, რომ მამის იდებს იზიარებდა და თავისი სამშობლოს პატრიოტი იყო! ისე რომ იცოდეთ ყველა აღმოსავლეთ სლავის სამშობლოა რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა! დიახ ყველა უკრაინელის სამშობლოა რუსეთი და ბელორუსია, ბელორუსიელის უკრაინა და რუსეთი, რუსის უკრაინა და ბელორუსია! რომ არა ანგლოსაქსების მიერ წარმატებით ჩატარებული ოპერაცია, მიმართული მართლმადიდებლობის გასანადგურებლად, სლავი ხალხების სამკვდრო სასიცოცხლოდ გადასამტერებლად, არავითარი ომი არ იქნებოდა !!!
2 წლის უკან