გაგიკვირდებათ და ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჯორჯ კლუნის სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად კულინარის ნიჭიც აღმოაჩნდა.
ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ბატონი ჯორჯი თურმე ჩინებული მზარეული ყოფილა. მისი ახლობლების მტკიცებით, მსახიობობა რომ არა, კლუნი მსოფლიოში სახელგანთქმული კულინარი გამოვიდოდა.
კლუნი ამ გატაცებას დიდი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა. გასულ წელს კი ეს საიდუმლო ყველასათვის ცნობილი გახდა.
ერთ დღეს მსახიობს სტუმრები ეწვივნენ. მისტერ ჯორჯმა ოცდაათ ადამიანს უმასპინძლა და საკუთარი ხელით მომზადებული ინდაურის ხორცის რამდენიმე კერძით გაუმასპინძლდა. ერთ-ერთმა სტუმარმა კლუნი ამერიკულ მას-მედიაში „დააბეზღა“. ამის შემდეგ კულინარმა ვაჟბატონმა საიდუმლო ვეღარ შეინახა.
ერთ მშვენიერ დღეს კლუნი პოპულარული ტელეწამყვანი დევიდ ლეტერმანის თოქ-შოუს დაესწრო და სიამოვნებით გაუმხილა მაყურებელს კულინარული ხელოვნების წვრილმანი საიდუმლოებანი.
მსახიობმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ მის მიერ მომზადებული კერძები, პირველ ყოვლისა, სასარგებლო და სასურველია იმ გურმანებისთვის, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ირჩევს.