სერგო ჩიხლაძე: ინკლუზიურობა არის ის, რომ ყველა იყოს ჩართული და ყველას აზრი, როგორც არ უნდა კრიტიკული და მიუღებელი იყოს, გაითვალისწინო

სერგო ჩიხლაძე: ინკლუზიურობა არის ის, რომ ყველა იყოს ჩართული და ყველას აზრი, როგორც არ უნდა კრიტიკული და მიუღებელი იყოს, გაითვალისწინო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი ფასადური და იმიტირებულია.

„არანაირ ინკლუზიურობაზე, ყოველმხრივ ჩართულობაზე საუბარი აქ არ შეიძლება იყოს, რადგან არათუ არ უშვებენ და ერთ-ერთ წონად ორგანიზაციას აგდებენ. ინკლუზიურობა არის ის, რომ ყველა იყოს ჩართული და ყველას აზრი, როგორც არ უნდა კრიტიკული და მიუღებელი იყოს, მიიღო, გაითვალისწინო. ეს არის ინკლუზიურობა! ამიტომაც, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლი“, სხვა ოპოზიციური პარტიები თავიდანვე, იყო ამის მაჩვენებელი, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. ჯგუფებში აზრი არ ჰქონდა უბრალოდ ამ პროცესს, აზრი არ ჰქონდა მასში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ამერიკის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესში აუცილებელია თანაბრად იყოს ჩართული ყველა მხარე. როგორც პოლიტიკური ჯგუფები, ასევე მესამე სექტორი. დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა განცხადებები მას შემდეგ გაავრცელეს, რაც გაირკვა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე შექმნილი საპარლამენტო ჯგუფ არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე მუშაობს. ამ პროცესს წინ უძღოდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ პროცესში მონაწილეობაზე უარი უთხრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კი სამუშაო შეხვედრა სოლიდარობის ნიშნად დატოვა.

Aburjga Tasmanieli ნაგავი დასავლეთი ამყრალდა, ქათმებმა გადაჩხრიკეს და დაგუბებული ყროლი დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულს მოეფინა!
2 წლის უკან