დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატით შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დრონი შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის სახურავზე შეფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამ აფეთქება გამოიწვია.