კურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მონაწილეობდნენ.
სახალხო დღესასწაულს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დოღის მთავარი პრიზის , ,,ბახმაროს თასი 2022“-ის მფლობელი ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა.
,,სრულიად საქართველოს ვულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს ბახმაროდან, სადაც ორწლიანი კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, წელს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვემართა სახალხო დღესასწაული და ჩაგვეტარებინა ტრადიციული დოღი. დასრულდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პარკის მშენებლობა, რომელიც დამატებით მიმზიდველობას შესძენს ჩვენს კურორტს,"- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.