კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფსევდოდემოკრატიის სრულ კოლაფსზე, გადაგვარებულ ევრობიუროკრატებზე საუბრობს და ამბობს, რომ დემოკრატია ათენში დაიბადა და უმრავლეობის გადაწყვეტილებით სოკრატეს მოწამვლის შემდეგ დემოკრატია ათენშივე მოკვდა, რის შემდეგაც მსოფლიოში არანაირი დემოკრატია არ ყოფილა.
„აბსოლუტურად გადაგვარებული ევრობიუროკრატები, რომლებიც გაუთავებლად ლანძღავენ და შეურაცხჰყოფენ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას. მაგალითებს არ დავასახელებ, რადგან ყველასთვის ცნობილია. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებები, ისე ევრობიუროკრატების გამოხდომები მეტყველებს იმაზე, რომ სრული დეგრადაცია, კოლაფსი დადგა, იმ ფსევდოდემოკრატიის, რომლის მოწმენი წლების მანძილზე ვიყავით“, - განაცხადა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე:
„თავის დროზე დემოკრატია ათენში დაიბადა და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოკრატეს მოწამვლით ათენშივე მოკვდა. იმის შემდეგ მსოფლიოში არანაირი დემოკრატია არ ყოფილა“.