კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს და მთელ საქრისტიანოს ფერისვალება მიულოცა და დასძინა, რომ
„30 წლის განმავლობაში პირველად შეიქმნა პრეცენდენტი, როდესაც საქართველოს სახელმწიფომ ფერი იცვალა, იმ მიმართულებით, რომ საკუთარი სუვერენიტეტი შვა. ეს პროცესი იყო რთული, მაგრამ ქვეყანა დაიბადა და საჯაროდ განაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია საკუთარი ინტერესები და რომ ამ ინტერესებს თავისი მოსახლეობის სასიკეთოდ დაიცავს. ქართველ ხალხს კი უპირველესად მშვიდობა და განვითარება სწადია. ჩვენი ქვეყნის ამგვარმა პოზიციამ საქართველოზე, მის ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე უპრეცედენტო თავდასხმა განაპირობა“.