ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება

ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ის სერიოზულად შეშფოთებულია ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილი ვითარებით და მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაცია მოითხოვა.

„ჩვენ უნდა ვთქვათ ისე, როგორც არის - ზაპოროჟიეს ნებისმიერი პოტენციური დაზიანება თვითმკვლელობაა. ობიექტი არ უნდა იქნას გამოყენებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. სასწრაფოდ საჭიროა შეთანხმება ზაპოროჟიეს წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.