ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა სპეციალური უფლებამოსილება შეიძლება გამოიყენოს, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის მარაგებიდან ჭარბი იარაღის გატანის ნებართვას ანიჭებს.
თეთრმა სახლმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დღეს ან მომავალ კვირაში შეიძლება გამოაცხადოს.