დიდუბის რაიონის გამგეობა ბოხუას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, ამჟამად ასფალტის საფარს აწესრიგებს. ტერიტორია 1200 კვ.მ ფართობს მოიცავს და სამუშაოების განხორციელებისთვის 70 000 ლარია გამოყოფილი.
ბოხუას ქუჩის N5-ში გამგეობამ სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომლის არარსებობა მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.
ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე ადგილზე გაეცნო.