ანჯელინა ჯოლიმ 2016 წელს ბრედ პიტს ფიზიკური ძალადობის გამო ანონიმურად უჩივლა

ანჯელინა ჯოლიმ 2016 წელს ბრედ პიტს ფიზიკური ძალადობის გამო ანონიმურად უჩივლა

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ. წყვილის განქორწინების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ანჯელინამ განქორწინების მიზეზად "ოჯახის კეთილდღეობა" დაასახელა, რასაც წინ უსწრებდა ბრედ პიტსა და მათ უფროს ვაჟს შორის თვითმფრინავში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

ბრედ პიტმა მოგვიანებით ანჯელინასთან დაშორების მთავარ მიზეზად ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაასახელა და ისიც აღნიშნა, რომ 2017 წელს ამ პრობლემის დამარცხება შეძლო. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, კერძო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტი ბავშვთა უფლებების დამცველებმა გამოიძიეს, ხოლო FBI-მ საქმეში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ახლახან საქმის სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი, რადგან ანჯელინა ჯოლიმ საჯაროდ განაცხადა, რომ 2016 წელს ბრედ პიტს ფიზიკური ძალადობის გამო ანონიმურად უჩივლა. როგორც გაირკვა, ანჯელინა ჯოლიმ FBI-ს აგენტთან 2016 წელს ისაუბრა და გაუმხილა, რომ თვითმფრინავში ყოფნისას ბრედ პიტმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ანჯელინას თქმით, ბრედი მას თმაში სწვდა, თვითმფრინავის აბაზანის კედლისკენ უბიძგა და უყვიროდა, რომ ოჯახს თავად ანჯელინა ანგრევდა.

მიუხედავად ამ ჩვენებისა, FBI-ს ბრედ პიტის წინააღმდეგ გამოძიება არ დაუწყია. ახლა კი ანჯელინა ჯოლიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ყოფილ ქმარს ანონიმურად უჩიოდა და FBI-ის გამოძიების შესახებაც გააკეთა კომენტარი. ანჯელინამ ამჯერად FBI-საც უჩივლა და გამოძიების ბიურო დაადანაშაულა, რომ მათ სათანადო ყურადღება არ მიაქციეს ბრედის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის საკითხის გამოძიებას.