გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ოთარ შამუგიამ , გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან  გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

ნიკოლოზ გობრონიძემ თხილის ბაღი  პროგრამით - „დანერგე მომავალი“ 20 ჰექტარზე  გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10 500 ლარია. ფერმერმა, ასევე  50 000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.